
ჩვენი მთავარი მიზანი ბიძინას გადაგდება არ არის, ჩვენი მთავარი მიზანი არის ქვეყნის შეცვლა,-ამის შესახებ „გირჩის“ ლიდერმა, იაგო ხვიჩიამ „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „პოლიტ-ქალაქი“ განაცხადა.
როგორც მან აღნიშნა, „გირჩსა“ და სხვა პოლიტიკურ პარტიებს შორის მთავარი სხვაობა ის არის, რომ დანარჩენ პარტიებს ხელისუფლების შესაცვლელად ჯერ ბიძინა ივანიშვილის თავიდან მოშორება სურთ და ამისთვის კონკრეტული გეგმა არ გაჩნიათ.
„მაგალითად, მე ბიძინას გადაგდება ისე, რომ „ნაცები“ მოდიან, არ მაწყობს. „ქართული ოცნების“ გაშვება მინდა იმდენად, რამდენადაც ჩემი მიზნის მიღწევა - ქვეყნის გათავისუფლება. ეს გულისხმობს ნაკლებ რეგულაციას, ნაკლებ შეზღუდვებს, ნაკლებ აკრძალვებს, რეპრესიებს, სამართლიან სასამართლოს. ამავდროულად, ვიცი, როგორ უნდა გავაკეთო ეს და ვეუბნები, ჩემს „ჯიგარ“ კოლეგა-პოლიტიკოსებს, ვინ მეთანხმებით ან ვინ ხართ წინააღმდეგი, მოდი, ვილაპარაკოთ ან თქვენი გეგმა მაჩვენეთ, იქნებ მე გადმოვდივარ თქვენს აზრზე. არა, ჯერ ბიძინა მოვიშოროთ და მერე ვილაპარაკოთ ამაზეო. ეს არის მთავარი განსხვავება“, - განაცხადა ხვიჩიამ.
0
0