„აისისსა“ და „ჰამასს“ შორის არ არსებობს არანაირი განსხვავება; სწორედ ეს არის ჩვენი მოლოდინები რუსეთის მიმართ და დანარჩენი მსოფლიოს მიმართაც, რომ აღიარონ „ჰამასი“ ტერორისტულ ორგანიზაციად, - ამის შესახებ ისრაელის სრულუფლებიანმა ელჩმა საქართველოში, ჰადას მეიცადიმ „პალიტრანიუსის“ გადაცემა „პოლიტიკური სივრცეში“ ისრაელ-პალესტინის ომში რუსეთის პოზიციაზე საუბრისას განაცხადა.
ელჩის თქმით, რუსეთი იმედგაცრუებულია ებრაული საზოგადოებისგან და სწორედ ამით აიხსნება პალესტინური სახელმწიფოს მიმართ მათი მხარდაჭერა.
„რუსეთის მხარდაჭერა პალესტინური სახელმწიფოსათვის არის პოლიტიკური მოსაზრება, პოლიტიკური პოზიცია. ისინი იმედგაცრუებული არიან ებრაული საზოგადოებისაგან და სწორედ ამიტომ აკეთებენ ამას. მიუხედავად ყველაფრისა, რაც მოხდა, რუსეთი მაინც არ ცნობს „ჰამასს" იმად, რაც არის. რომ ეს არის ტერორისტული ორგანიზაცია და არა პოლიტიკური ერთეული. ეს არის ბრუტარული, ბარბაროსული ორგანიზაცია. ეს არის ორგანიზაცია, რომელიც ფატრავს ორსულ ქალებს და კლავს ახალშობილ ჩვილებს, მარხავს ადამიანებს ცოცხლად. აუპატიურებს არასრულწლოვნებს, აკეთებს ძალიან ცუდ რაღაცებს. ამ ყველაფრის უკან, ამ ბოროტების უკან დგას „ჰამასი“ და სწორედ ამიტომ გვსურს, ყველამ აღიაროს „ჰამასი“ ტერორისტულ ორგანიზაციად“, - განაცხადა ჰადას მეიცადიმ.
ელჩმა გადაცემა „პოლიტიკურ სივრცეში“ რუსეთ-უკრაინის ომზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ ომის დაწყებისთანავე ისრაელი მხარს უჭერს უკრაინას.
0
0