
"ჩვენი მილიონამდე მოქალაქე ცხოვრობს რუსეთში და ეს გადაწყვეტილება მნიშვნელოვნად ხელს შეუწყობს მათ კავშირს სამშობლოსთან", ამის შესახებ საქართველოს ეკონომიკის მინისტრის მოადგილემ, მარიამ ქვრივიშვილმა, რუსეთის მიერ სავიზო რეჟიმის გაუქმების შეფასებისას განაცხადა.
“ჩვენი ქვეყნისთვის მთავარ პრიორიტეტს წარმოადგენს ჩვენი ქვეყნის მოსახლეობა, მათი კეთილდღეობა და ყველაფერი ის, რაც ემსახურება მათ ეკონომიკურ გაძლიერებას და კეთილდღეობას. რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანია იმის ხაზგასმაც, რომ ჩვენი ქვეყნის მილიონამდე მოქალაქე ცხოვრობს რუსეთის ფედერაციაში და ეს გადაწყვეტილება მნიშვნელოვნად ხელს შეუწყობს მათ მოგზაურობას საქართველოში, მათ კავშირს სამშობლოსთან და, რა თქმა უნდა, გაუმარტივებს მათ ოჯახის წევრებსაც ჩვენს ქვეყანასთან და მათთან კავშირსაც”, განაცხადა ქვრივიშვილმა.
0
0