26/03/2024
18:23
სპორტი
დღეს ჩვენთვის და ჩვენი ქვეყნისთვის ძალიან საპასუხისმგებლო მატჩია, იმიტომ რომ ყველას მოგეხსენებათ, რამდენად მნიშვნელოვანია ფეხბურთი ჩვენი ქვეყნისთვის, - ამის შესახებ რეზი არველაძემ „იმედს" განუცხადა.
„დღეს საქართველოს ნაკრებს აქვს შანსი მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ტურნირის - ევროპის ჩემპიონატის მონაწილე გახდეს. ჩვენი მეტოქე არ არის უბრალო მეტოქე. შესაბამისად რთულია ახლა რამის თქმა. სხვათა შორის, ძალიან მშვიდად ვარ, იქიდან გამომდინარე რომ ასეთი კარგი თამაში გვქონდა ლუქსემბურგთან, ვთამაშობთ თბილისში, სავსე ტრიბუნებით, გადატენილია გულშემატკივრებით არა მარტო სტადიონი, არამედ არის რამდენიმე [გულშემატკივართა ზონა] მთელი საქართველოს მასშტაბით და ამ სიყვარულსა და მხარდაჭერას ფეხბურთელები ყოველთვის ვგრძნობთ. ეს კიდევ ერთი დამატებითი პლუსია ჩვენს სასარგებლოდ. ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ დღევანდელი დღე დაგვირგვინდება წარმატებით და მინდა ჩვენს ფეხბურთელებს ვუსურვო გამარჯვება, კარგი თამაში“, - განაცხადა არველაძემ.
0
0