22/10/2021
11:39
პოლიტიკა
პრემიერის შეფასებით, გასაგებია, რომ სხვადასხვა ფაქტორების გამო, ხობში მეორე ტურის ჩატარება გახდა საჭირო, თუმცა მმართველ გუნდს სრული მობილიზება აქვს გამოცხადებული და „ქართული ოცნების“ კანდიდატი ძალიან დიდი უპირატესობით გაიმარჯვებს.
„ხობმა ძალიან კარგად იცის, რომ რა თქმა უნდა, მჩაგვრელ და ბოროტ ძალას პერსპექტივა არ აქვს ქვეყანაში. „ნაციონალური მოძრაობისთვის“, სააკაშვილის ხელისუფლების წარმომადგენლებისა და მათი კანდიდატებისთვის მხარის დაჭერა და ხმის მიცემა არის რეალურად ძალიან დიდი სირცხვილი, მე ასე ვიტყოდი პირდაპირ. ასე, რომ მინდა, ხობის მოსახლეობას კიდევ ერთხელ მადლობა გადავუხადო. მაქსიმალური ყურადღება იქნება მომართული ხობის მუნიციპალიტეტის განვითარებისთვის მომდევნო თვეების განმავლობაში. ჩვენ სერიოზული გეგმები გვაქვს რეგიონების განვითარების მიმართულებით და ყველაფერი იქნება ძალიან კარგად. ჩვენ ქვეყანას დავამშვიდებთ, დავაწყნარებთ და ამის შემდეგ დავიწყებთ მოსახლეობაზე ზრუნვას და მათი რეალური პრობლემების გადაჭრას“, - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.
0
0