
ყოფილი პარლამენტარი, ხათუნა ხოფერია აქვეყნებს "ნაპოლისა" და საქართველოს ნაკრების ფეხბურთელის, ხვიჩა კვარაცხელიას ფოტოს, რომელიც ნაძვის ხის სათამაშოზეა გმოსახული.
"ნუცა დუჩიძემ ჩვენი საამაყო ბიჭის, ჩვენი 2022 წლის სიხარულის, ჩვენი კვარას პორტრეტი ნაძვის ხის სათამაშოზე დახატა.
ყველას თავისი აღქმა აქვს საკუთარი ცხოვრების, ყველას თავისი ინტელექტუალური ჰორიზონტი გააჩნია… ზოგისთვის ის ღირსებაზე, სიყვარულზე, ბედნიერებაზე გადის, ზოგისთვის კი დაუკმაყიფილებელ, დაკომპლექსებულ, დაავადებულ ოცნებებზე…
რას იზამ, გარდა იმისა, რომ შეიცოდო უბედური…
მოკლედ, ჩვენ გულებსა და გონებაში დამკვიდრებულ, სიხარულის, სიამაყის, გამარჯვების 2022 წლის სიმბოლოს, ხვიჩა კვარაცხელიას გაუმარჯოსი!
ნუცი, დამიხატე რააა…", - წერს ხოფერია.
შეგახსენებთ, რომ ხვიჩა კვარაცხელია "აიისამ" პრეზერვატივზე გამოსახა, რასაც ქართულ და იტალიურ საზოგადოებაშიც დიდი გამოხმაურება მოჰყვა.
0
0