
ამ წუთებში გენერალურ პროკურატურაში ჩორჩანას ორი მკვიდრის გამოკითხვა იწყება. თამაზ და მალხაზ ლომიძეები უწყებაში უკვე მივიდნენ.
პროკურატურაში გამოძიება გრძელდება "საბოტაჟის, უცხოეთის ორგანიზაციისთვის მტრულ საქმიანობაში დახმარების და კონსტიტუციური წყობილების წინააღმდეგ მიმართული საქმიანობისთვის ფინანსების მობილიზების ფაქტზე", რომლის ერთ-ერთი ნაწილიც, 2019 წელს გიორგი გახარიას გადაწყვეტილებით, სოფელ ჩორჩანასთან საგუშაგოს ჩადგმის ეპიზოდია, რის შედეგადაც, როგორც ადგილობრივი მოსახლეობა ამბობს, ისინი ვეღარ სარგებლობენ ტყით და მიმდებარე ტერიტორიით.
საკითხს ასევე სწავლობს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისია.
გამოკითხვაზე შესვლამდე, ჟურნალისტებთან ჩორჩანას მკვიდრმა, თამაზ ლომიძემ ისაუბრა.
"არაფრის საშიშროება არ ყოფილა, ტყით სოფელი სარგებლობდა, იქ წითელი ხრეში იყო, რომლითაც სოფლის გზები იხრეშებოდა. იმათგან საშიშროება არაფერი ყოფილა. ჩორჩანაში რომ შევიდა ჩვენი ჯარი, მერე ამოვიდნენ სოფელ წაღვლში, წაღვლის საკოლმეურნეო ტყე იყო 400 ჰექტარი. ისინი შემოვიდნენ, დაახლოებით კილომეტრ-ნახევარზე და დადგეს საგუშაგოები, დროშები. ჩვენი ხალხი აღარ ჩადის უკვე, დაიკარგა", - თამაზ ლომიძემ.
0
0