07/04/2023
15:52
პოლიტიკა
ტრანსპორტი არის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტი ჩვენს თანამშრომლობაში, - ამის შესახებ აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა, საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან ერთობლივი განცხადებებისას აღნიშნა.
მისი თქმით, ყველაფერი გეგმის მიხედვით მიმდინარეობს, ძალიან წარმატებით.
„შუა დერეფანი აზერბაიჯანი-საქართველო, ძალიან აქტიურნი ვართ ამ დერეფანში და მომდევნო ეტაპზე ტვირთბრუნვა და ტვირთბრუნვის მოცულობა გაიზრდება და ჩვენ დამატებით ნაბიჯებს გადავდგამთ ამ მიმართულებით. როგორც გასულ წელს, ასევე მიმდინარე წელს რამდენიმე ვიზიტი განვახორციელე ცენტრალური აზიის ქვეყნებში და მალე კვლავ მივემგზავრები. ახალი ტვირთის გატარება მოხდება შუა დერეფნით და შესანიშნავი შესაძლებლობა იქმნება ამ კონტექსტში. ყველა ადმინისტრაციული ზომა უნდა იყოს დანერგილი იმისთვის, რომ სატარიფო პოლიტიკა იყოს საერთო. ჩვენ უნდა გვქონდეს ერთიანი ხედვა და ამავდროულად მივიზიდოთ გადამზიდავები და მივიზიდოთ ახალი მოცულობები. დღეს ამ საკითხზე ფართოდ ვისაუბრეთ და გავაგრძელებთ ამაზე საუბარს მომავალშიც. ეს არის ძირითადი ასპექტები ჩვენი თანამშრომლობის, მაგრამ, რა თქმა უნდა, ჩვენი ჩართულობა კიდევ უფრო ფართოა. ჩვენი კავშირები მოიცავს მრავალ მიმართულებას, თავდაცვას, განათლებას, კულტურას, ტურიზმს, ინფორმაციულ ტექნოლოგიებს, სოფლის მეურნეობას, ვაჭრობის გააქტიურებას და დარწმუნებული ვარ, რომ საქართველოს პრემიერ-მინისტრის დღევანდელი ვიზიტი ამაში კიდევ უფრო დიდ წვლილს შეიტანს. ძალიან დიდი მადლობა და მოგესალმებით აზერბაიჯანში“ , - აღნიშნა აზერბაიჯანის პრეზიდენტმა.
0
0