03/08/2023
23:52
საზოგადოება
ჩვენი ინფორმაციით 50 ადამიანთან ვერ ხერხდება დაკავშირება. მთელი ღამის განმავლობაში ვეცდებით ინფორმაციების გადამოწმებას, გაფილტვრას და შესაბამისად, ყველანაირი ზომის მიღებას, - ამის შესახებ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსმა, თემურ მღებრიშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, ამოქმედებულია საგანგებო შტაბი და ცხელი ხაზი.
„მინდა მივმართო ყველას ვინც ვერ გადის კონტაქტზე ახლობლებთან, ოჯახის წევრებთან, აუცილებლად დაგვიკავშირდნენ. ჩვენს მიერ ხდება ინფორმაციების გადამოწმება, დაზუსტება. მინდა გითხრათ, რომ 150 ადამიანამდეა უსაფრთხო ლოკაციებზე და არ გამოვრიცხავ, რომ ის ადამიანები, რომლებთანაც ოჯახის წევრების მიერ დაკავშირება ვერ ხერხდება, შესაძლოა მათ რიცხვში იყვნენ. აქედან გამომდინარე, მთელი ღამის განმავლობაში ჩვენ გადავამოწმებთ ინფორმაციებს და მოვუწოდებ ყველას, თუ ვინმე ვერ უკავშირდება ახლობელს, დაგვიკავშირდეს შტაბში, ცხელ ხაზზე და 112 განახორციელოს აუცილებლად ზარი. ამ დროისთვის მობილიზებულია, როგორც შინაგან საქმეთა სამინისტრო, ასევე ინფრასტრუქტურა, ადგილობრივი მუნიციპალიტეტი, ადგილზე არიან გეოლოგები და მიმდინარეობს ყველა საჭირო პროცედურა. ჯერჯერობით რამე საჭიროება, რამე დამატებითი ძალის ან ტექნიკის მობილიზება, იმაზე მეტის, რაც ამ დროს ხდება, ვფიქრობ არ დაგვჭირდება“, - განაცხადა თემურ მღებრიშვილმა.
0
0