27/10/2021
10:44
პოლიტიკა
"ძალიან მნიშვნელოვან საკითხს მინდა შევეხო, რომელიც მიმაჩნია, რომ თბილისის მუნიციპალიტეტების გადასაწყვეტი და დასაორგანიზებელი საკითხი არავითარ შემთხვევაში არ არის უნდა იყოს. იცით, რომ თავდაცვის სამინისტრო ვითომ ჯარში იწვევს წვევამდელებს, მაგრამ სინამდვილეში კარისკაცებად და დარაჯებად აყენებს მოდულის შენობებთან, სხვადასხვა ადმინისტრაციულ შენობასთან. ამ ყველაფერს აორგანიზებინებს მუნიციპალიტეტებს, მათ შორის, დედაქალაქის მერიას, სხვადასხვა გამგეობას. თავად გახლდით გამგებელი წელიწად-ნახევრის განმავლობაში და ვერ ვხვდებოდი, რა მთაწმინდის გამგეობის საქმე იყო ძალდატანებით ახალგაზრდა მოიყვანო გამგეობაში, სტრესის ქვეშ ამყოფო, ძალდატანებით განცხადება დააწერინო და სადღაც გააგზავნო, რომელიღაც სამინისტროში, ამ შემთხვევაში თავდაცვის სამინისტროს ვგულისხმობ.
რა თქმა უნდა, ვთანხმდებით, რომ თავდაცვისუნარიანობა გასაძლიერებელია, მეტიც, ბიუჯეტი აქვს თავდაცვის სამინისტროს გასაზრდელი, გასაორმაგებელიც. მყარად გვინდა დავაფიქსიროთ პოზიცია, რომ მომხრეები ვართ, თავდაცვის სისტემა გაძლიერდეს, მათ შორის, ფინანსურად, მაგრამ არანაირად ეს არ არის მუნიციპალიტეტის საქმე. ამიტომ დედაქალაქის მერია და გამგეობები არ შეუწყობენ ხელს ახალგაზრდებისთვის ცხოვრების დამახინჯებას. ჩვენი გამარჯვებისთანავე, ვფიქრობ, ერთ-ერთი პირველი, რაც უნდა გავაკეთოთ, არის შემდეგი – კარისკაცებად და დარაჯებად ახალგაზრდა, პოტენციალის მქონე ადამიანები არ უნდა იყვნენ. ახალგაზრდებს მოდულის შენობასთან გომელაურს ნამდვილად არ დავუყენებთ. არც კანცელარიის მიმდებარე ტერიტორიაზე დარაჯებად". – თქვა მელიამ მთავარი არხის ეთერში.
0
0