11/10/2024
14:42
ეკონომიკა
ჩვენი ერთ-ერთი მთავარი ამოცანა საქართველოს დაკავშირებადობის ფუნქციის გაძლიერება და სატრანზიტო ფუნქციის განვითარებაა. ამ მიზნის მიღწევის გზაზე უკვე ძალიან ხელშესახები შედეგები გვაქვს, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ბათუმის შემოვლითი 14 კმ-იანი გზის გახსნის ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
მთავრობის მეთაურის თქმით, ბათუმის შემოვლითი გზა დასავლეთ-აღმოსავლეთის ევროპული მარშრუტის შემადგენელი ნაწილია, რომელიც ესპანეთში იწყება, კვეთს რვა ქვეყანას და მთავრდება საქართველოში.
„ბათუმის შემოვლითი გზა დასავლეთ-აღმოსავლეთის ევროპული მარშრუტის შემადგენელი ნაწილია, რომელიც ესპანეთში იწყება, კვეთს რვა ქვეყანას – საფრანგეთს, იტალიას, სლოვენიას, ხორვატიას, სერბეთს, რუმინეთს, ბულგარეთს, თურქეთს და მთავრდება საქართველოში.
ჩვენი ერთ-ერთი მთავარი ამოცანა საქართველოს დაკავშირებადობის ფუნქციის გაძლიერება და სატრანზიტო ფუნქციის განვითარებაა. ამ მიზნის მიღწევის გზაზე უკვე ძალიან ხელშესახები შედეგები გვაქვს – საქათველოს ტეროტორიაზე ავტოტრანსპორტი უკვე სარგებლობს 355 კმ მაგისტრალური გზით, რომლის 287 კმ სწორედ, ჩვენი ხელისუფლების პირობებში, 2012 წლის შემდეგ არის აშენებული, რითაც განსაკუთრებულად შეგვიძლია, ვიამაყოთ.
მომავალ წელს თბილისიდან ბათუმამდე მგზავრობა უკვე სრულად მაგისტრალური გზით იქნება შესაძლებელი. ამ საგზაო დერეფნის განვითარებისთვის, ვიწყებთ ბათუმი-სარფის გზის მშენებლობასაც, რომელიც კიდევ სამ საკურორტო დასახლებას – გონიოს, კვარიათსა და სარფს აუვლის გვერდს, ასევე დაიწყება ქობულეთის შემოვლითი გზის დამატებითი, ორზოლიანი მონაკვეთის მშენებლობაც. საბოლოო ჯამში, თბილის და ბათუმი ერთმანეთს დაუკავშირდება ოთხზოლიანი მაგისტრალით. უკვე მომავალ წელს, ბათუმიდან თბილისში მგზავრობას დასჭირდება მხოლოდ სამი საათი, რაც ყველა თვალსაზრისით არის მნიშვნელოვანი, მობილობის გაუმჯობესებისთვის, რეგიონების განვითარებისთვის, აჭარის რეგიონის, ტურიზმის განვითარებისთვის და ა.შ.,“- განაცხადა პრემიერმა.
0
0