
„ჩვენი ძალები ათავისუფლებენ სუმის ოლქს, ხარკოვისა და კიევის ნაწილს, იქიდან რუსული ჯარები გადიან. ეს მათთვის მარცხია“, - განაცხადა არესტოვიჩმა.
მისი თქმით, ამის გამო რუსეთის მხრიდან ბევრი ბირთვული შანტაჟი იქნება.
„მათ ვერც კი გაბედეს რუსეთში საყოველთაო მობილიზაციის გამოცხადება, რაც იმას ნიშნავს, რომ მათ ეშინიათ შიდა პროტესტისა და სოციალურ-პოლიტიკური დაძაბულობისა ქვეყნის შიგნით“, - აღნიშნა არესტოვიჩმა.
პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის მრჩეველი ამბობს, რომ კრემლის გეგმები ჩაიშალა.]
მისი თქმით, ბელორუსიის ომში ჩართვის ალბათობა ძალიან დაბალია.
„რუსეთს ეშინია ბელორუსიის სპეცოპერაციაში ჩართვის, რადგან ისინი უკრაინის მხარეს გადავლენ და იქნება მძლავრი ოპერაცია მინსკის მიმართულებით. მათ ეს კარგად ესმით და ეშინიათ“, - დასძენს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის მრჩეველი.
0
0