24/04/2023
16:40
პოლიტიკა
ჩვენი დელეგაცია აქტიურ მონაწილეობას მიიღებს ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის საგაზაფხულო სესიაში, ჩვენ ამ ფორმატს ყოველთვის ვიყენებთ, რომ სხვადასხვა ქვეყნიდან ჩვენს კოლეგებს ვესაუბროთ სხვადასხვა აქტუალურ თემაზე, ჩვენი ქვეყნისთვის მნიშვნელოვან საკითხებზე, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.
კობახიძის თქმით, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის ფორმატში ასევე საუბარი იქნება 12 რეკომენდაციასა და კანდიდატის სტატუსზე.
„ეს არის მნიშვნელოვანი ფორმატი, რომელიც მეტი დისკუსიის საშუალებას გვაძლევს. მნიშვნელოვანი პროგრესი გვაქვს, ორი საკითხია, რაზეც მუშაობა უნდა დასრულდეს, ეს არის დეოლიგარქიზაციისა და სასამართლოს თემები. რა თქმა უნდა, ამ ყველაფერს ჩვენს კოლეგებს ამ ფორმატში გავაცნობთ. საქართველოს თაობაზე მომხსენებლებს შევხვდებით და ვისაუბრებთ მათ ანგარიშზე, რომელიც ცოტა ხნის წინ გამოაქვეყნეს. მათთან ერთად ვიმსჯელებთ მათ მიერ გამოქვეყნებულ ანგარიშზე. ჩვენ გვქონდა მთელი რიგი შენიშვნები ამ ანგარიშთან დაკავშირებით და მათ ჩვენს მოსაზრებებს გავუზიარებთ“, – განაცხადა კობახიძემ.
0
0
თსუ ახლა გადაქცეულია “კაპეზედ” - ანა დოლიძე
20/11/2024