
პესკოვს შეხვედრის ადგილი არ დაუკონკრეტებია და განაცხადა, რომ ეს ინფორმაცია მოგვიანებით გახდება ცნობილი. ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს.
„ნამდვილად არის ურთიერთგამომრიცხავი ინფორმაციის გარკვეული ელემენტები, თუმცა, მიუხედავად ამისა, დღეს, გვიან, დღის მეორე ნახევარში, ჩვენი დელეგაცია ადგილზე იქნება და უკრაინელ მომლაპარაკებლებს დაელოდება. ჩვენი დელეგაცია მზადაა მოლაპარაკებების გასაგრძელებლად. ადგილს არ ვიტყვი, მაგრამ მას აუცილებლად გაიგებთ“, - განაცხადა პესკოვმა დღეს გამართულ კონფერენციაზე.
მან, ასევე, გაამხილა, რომ კრემლის მოლოდინებით, რუსეთისთვის ეს მოლაპარაკებები წარმატებული იქნება.
პესკოვი მიიჩნევს, რომ სიტუაციის მოსაგვარებლად ყველა პირობა უნდა შესრულდეს.
„დასკვნების წინასწარ გაკეთება არ შემიძლია, წინასწარმეტყველების ნიჭი არ მაქვს. პირველ რიგში, საინტერესოა, ჩამოვლენ თუ არა უკრაინის წარმომადგენლები. იმედი ვიქონიოთ, რომ ეს მოხდება. ადგილზე ჩვენი ხალხი მზად იქნება საღამოს მოლაპარაკების მაგიდასთან დასხდნენ. პრეზიდენტმა არაერთხელ ჩამოაყალიბა ამ სიტუაციის მოგვარების ყველა პირობა, თან საკმაოდ მკაფიოდ. პუტინმა ისინი დეტალურად აუხსნა საერთაშორისო მოლაპარაკებებში ჩართულ პირებს“, - დასძინა მან..
0
0