22/12/2024
18:00
პოლიტიკა
ჩვენი დასავლელი პარტნიორების განცხადებები მიუთითებს ერთ რამეზე, რომ არჩევნები უნდა ჩატარდეს ახლიდან, ეუთო/ოდირის დასკვნას ველოდებოდით ყველა და ეს დასკვნაც მივიღეთ, ეს იყო ჩვენი დასავლელი პარტნიორებისთვისაც ნიშანი და დადასტურება, რომ ეს არჩევნები არ იყო თავისუფალი და სამართლიანი, – ამის შესახებ „კოალიცია ცვლილებებისთვის“ წევრმა, გიორგი ბუტიკაშვილმა განაცხადა.
ბუტიკაშვილის თქმით, ლეგიტიმაცია ვერ ექნება „ქართულ ოცნებას“, „ქართული ოცნების“ არჩეულ პარლამენტს და მათ მიერ არჩეულ პრეზიდენტს.
„ჩვენ ვრჩებით კონსტიტუციურ ჩარჩოში, ხალხის მოთხოვნას ვემორჩილებით და ხალხი ითხოვს ახალ არჩევნებს. ახალი არჩევნების საკითხი განხილული არის და ვმუშაობთ ამ თემაზე. არალეგიტიმური პრემიერ-მინისტრი რას გამოაცხადებს, ამას მნიშვნელობა არ აქვს. ხალხი ითხოვს ახალ არჩევნებს და ჩვენ ვუსმენთ ხალხს. „ქართულ ოცნებასაც“ ვურჩევ, მოუსმინოს ხალხს. ჩვენ არ ვიცით, სალომე ზურაბიშვილი ზუსტად რას გამოაცხადებს, დღეს ზუსტად რა პერიფრაზი ექნება და როგორ გამოიყენებს მის ლეგიტიმურ ძალაუფლებას. დაველოდოთ 21:00 საათს და ვნახოთ“, – განაცხადა ბუტიკაშვილმა.
0
0