13/10/2024
20:18
პოლიტიკა
პარლამენტის შენობის წინ მიმდინარე, შუქრუთის აქცია შეწყდა. აღნიშნულის შესახებ პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ რატი იონათამიშვილმა განაცხადა.
მისივე თქმით, იგი შეხვდა როგორც აქციის მონაწილეებს, ასევე კომპანიის წარმომადგენლებს.
„მნიშვნელოვანია, რომ ჩვენი ჩართულობით შიმშილობის აქცია შეწყდა და მხარეები სამუშაო ფორმატზე გადავიდნენ. ჩვენ შევქმენით სამუშაო ჯგუფი, რომელშიც შედიან როგორც შუქრუთის მოსახლეობის წარმომადგენლები, ასევე ბიზნეს-კომპანიის წარმომადგენლები. ამ სამუშაო ჯგუფში განვიხილავთ ყველა იმ საკითხს, რომელიც მნიშვნელოვანია როგორც ერთი, ასევე მეორე მხარისთვის. ჩვენ ამ პროცესს გავუწევთ ფასილიტაციას. დარწმუნებული ვარ საბოლოო ჯამში, ყველა საკითხი, რომელიც მხარეებს აწუხებს, სწორედ მოლაპარაკების მაგიდასთან, სამუშაო ჯგუფის ფორმატში გადაწყდება“, - განაცხადა რატი იონათამიშვილმა.
0
0