18/05/2022
10:16
პოლიტიკა
ჩვენ საქართველოს სტრატეგიულ პარტნიორად მივიჩნევთ და როგორც სტრატეგიული პარტნიორი, შეერთებული შტატები სათანადოდ არის მიმართული, რომ წაახალისოს საქართველო რეფორმების გზაზე, წაახალისოს საქართველოს წამატება გარკვეული გაუმჯობესების გზაზე, - ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერმა, ნედ პრაისმა განაცხადა.
მისი თქმით შეერთებული შტატები გააგრძელებს მჭიდრო თანამშრომლობას ქართველ პარტნიორებთან.
„რა თქმა უნდა, საქართველოს მისწრაფებები ერთ ღამეში არ ხდება. მათი რეალიზება შეუძლებელია ერთი წლის განმავლობაში, თუნდაც ერთი ათწლეულის განმავლობაში. ამას ბევრი შრომა სჭირდება; მოთმინება სჭირდება. რეალიზებას მნიშვნელოვანი რესურსები სჭირდება. ჩვენი ამოცანის ნაწილია, გავაგრძელოთ პარტნიორობა საქართველოსთან, გავაგრძელოთ მათი მხარდაჭერა ამ გზაზე, ამის გაკეთება რესურსებით, ხელმძღვანელობით, ხშირ შემთხვევაში პირდაპირი მხარდაჭერით. ეს ის სფეროა, სადაც ჩვენ გავაგრძელებთ მჭიდრო თანამშრომლობას ჩვენს ქართველ პარტნიორებთან,“- აღნიშნა ნედ პრაისმა.
0
0