19/02/2023
13:47
მსოფლიო
მიწისძვრით დაზარალებულ თურქეთში სამაშველო სამუშაოები სრულდება. ამის შესახებ Reuters-ი წერს.
"გილოციათ თუ არა მიცვალებულის პოვნისთვის? ჩვენ ვლოცულობთ, რათა ცხედარი ოჯახს მივაწოდოთ. ოჯახები იმედით გველოდებიან, დაკრძალვის ცერემონია უნდათ, საფლავი უნდათ." - ამბობს ბულდოზერის ოპერატორი.
ისლამური ტრადიციის თანახმად, მიცვალებული რაც შეიძლება სწრაფად უნდა დაიკრძალოს.
ცნობისთვის, რამდენიმე დღის წინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ მიცვალებულებს ნუმერაციის მიხედვით დაკრძალავდნენ.
თურქეთის კატასტროფებისა და საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის (AFAD) ხელმძღვანელმა იუნუს სეზერმა თქვა, რომ სამძებრო-სამაშველო სამუშაოები სრულდება.
6 თებერვალს თურქეთსა და სირიაში მომხდარ მიწისძვრას 46 000-ზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა. თურქეთში დაახლოებით 345 000 ბინა განადგურდა და ბევრი ადამიანი ჯერ კიდევ დაკარგულად ითვლება. არც თურქეთსა და არც სირიას მიწისძვრის შედეგად დაკარგულთა რაოდენობა არ დაუკონკრეტებია.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის შეფასებით, დაახლოებით 26 მილიონ ადამიანს თურქეთსა და სირიაში ჰუმანიტარული დახმარება ესაჭიროება.
რაც შეეხება სირიას, სადაც 5,800-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა, ქვეყნის ჩრდილო-დასავლეთის ხელისუფლება ამ მხარეში წვდომას ბლოკავს. ინფორმაციას მსოფლიო სასურსათო პროგრამა (WFP) ავრცელებს.
0
0