
ევროპის უშიშროებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციის წევრი სახელმწიფოების საგარეო საქმეთა მინისტრები ვენაში იმყოფებიან. ავსტრიის დედაქალაქში ეუთო-ს მინისტერიალი ოფიციალურად გაიხსნა. ღონისძიებაზე დღესვე სიტყვით გამოვა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი.
მაკა ბოჭორიშვილი რეგიონში არსებული უსაფრთხოების გამოწვევების გარდა, გეგმავს ისაუბროს იმ უსამართლო მიდგომებზე, რომლებსაც საქართველო ევროსტრუქტურების მხრიდან ბოლო წლებში აწყდება.
32-ე მინისტერიალის ფარგლებში საგარეო საქმეთა მინისტრი, მაკა ბოჭორიშვილი, ეუთო-ს გენერალურ მდივანს, ფერიდუნ სინისლიოღლუს შეხვდა.
"ჩვენ ვისაუბრეთ ეუთო-ს სივრცეში არსებულ გამოწვევებზე, რაც შეეხება მედიის თავისუფლებას თუ დამოუკიდებლობას. ასევე, ჩვენ აღვნიშნეთ ის კამპანიები, რაც მიმდინარეობს, როდესაც საქმე ეხება დეზინფორმაციასთან გამკლავებას. საქართველოსთვის ეს განსაკუთრებით მტკივნეული საკითხია, როდესაც ვხედავთ, რომ ძალიან ხშირად, დაუსაბუთებელი ინფორმაციის საფუძველზე, სწორედ მედიის მეშვეობით ხდება კონკრეტული კამპანიების წარმოება საქართველოს წინააღმდეგ. ჩვენ ვისაუბრეთ ასევე მედიის როლზე პოლიტიკურ ცხოვრებაში, მედიის თავისუფლებების საკითხებზე, ზოგადად, ეუთო-ს სივრცეში და თანამშრომლობის მიმართულებებზე. საქართველო არის ეუთო-ს მონაწილე ქვეყანა და, რა თქმა უნდა, თანამშრომლობა ეუთო-ს ინსტიტუტების ფარგლებში ჩვენთვის მნიშვნელოვანია", - აცხადებს მაკა ბოჭორიშვილი.
0
0
პროექტი ,,ჩვენი ჯარი“ გრძელდება
04/12/2025