
ჩვენ არ ვერევით სხვა ქვეყნების საშინაო საქმეებში და დასავლელებისგან განსხვავებით, პატივს ვცემთ საქართველოს ხალხის სუვერენულ ნებას - ამის შესახებ საკუთარ ტელეგრამ არხზე რუსეთის საგარეო უწყების პრესსპიკერი მარია ზახაროვა წერს
ის, რუსეთ-საქართველოს ურთიერთობის ნორმალიზების იმედს გამოთქვამს.
"რუსეთი საქართველოს ერთ-ერთი უახლოესი მეზობელი ქვეყანაა და ჩვენ არ ვართ გულგრილი იმის მიმართ, რაც ჩვენს საზღვრებთან ხდება. ამასთან, ჩვენ არ ვერევით სხვა ქვეყნების საშინაო საქმეებში და დასავლელებისგან განსხვავებით, პატივს ვცემთ საქართველოს ხალხის სუვერენულ ნებას. ჩვენ ვიმედოვნებთ საქართველოს სტაბილურ განვითარებას და ორმხრივი ურთიერთობების შემდგომ ნორმალიზებას." - განაცხადა მარია ზახაროვამ.
0
0
უცხოური ვალუტის ოფიციალური კურსი 7 ივლისიდან
06/07/2026
8 ივლისს ელექტრომომარაგება შეიზღუდება
06/07/2026