24/02/2022
19:01
მსოფლიო
დოლგოვმა მედიას მოუწოდა, რეპორტაჟების მომზადებისას არ დაივიწყონ, რომ საქმე ჰიბრიდულ ომთან გვაქვს.
ამასთან, აღნიშნა, რომ უკრაინის საელჩო გადამოწმებულ ინფორმაციას რეგულარულად გაავრცელებს.
„როდესაც თქვენი რეპორტაჟების მომზადებას დაიწყებთ, არ დაივიწყოთ, რომ ჩვენ საქმე გვაქვს ჰიბრიდულ ომთან და ჰიბრიდულ ქმედებებთან. ჰიბრიდული ომის მნიშვნელოვანი შემადგენელი არის საინფორმაციო ომი. სხვადასხვა საიტზე, სხვადასხვა წყაროებში ჩნდება ინფორმაცია, რომელიც სამწუხაროდ, უმეტეს შემთხვევაში არ შეესაბამება სინამდვილეს. დღეს და სხვა დღეებშიც, აქ, საელჩოში ვეცდებით, რომ მოგაწოდოთ მხოლოდ გადამოწმებული ინფორმაცია. დღევანდელი დღის მდგომარეობით, უკრაინაში შეიარაღებული ძალები ახორციელებს ჩვენი სახელმწიფოს ტერიტორიის დაცვას. ბრძოლები მიმდინარეობს სხვადასხვა მიმართულებით. ამ ბრძოლებში გამოიყენება ავიაცია, არტილერია და სარაკეტო სროლებიც. ჩვენ უკრაინაში და უკრაინის შეიარაღებულ ძალებში ვიცით რა უნდა გავაკეთოთ - ჩვენ ვიბრძოლებთ! ასევე გვაქვს საერთაშორისო პარტნიორების მხარდაჭერის იმედი და ეს მხარდაჭერა იგრძნობოდა ომის წინა დღეებში, სანამ აგრესორი ჩვენს სახელმწიფოში შემოიჭრებოდა“, - განაცხადა დოლგოვმა.
0
0