
სამწუხაროდ, სალომე ზურაბიშვილი უერთდება იმ აგრესიულ კამპანიას, რომელსაც აწარმოებს რადიკალური ოპოზიცია, მათ შორის კანდიდატის სტატუსის წინააღმდეგ, რაც ძალიან სამწუხაროა და ძალიან დასანანია, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.
კობახიძის თქმით, საქართველო ზოგადად სანქციებს არ აწესებს რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ.
„კიდევ ერთხელ შევახსენებ საზოგადოებას, რას გამოიწვევდა რუსეთისთვის სანქციების დაწესება. ეს იქნებოდა შარშანდელი მონაცემებით, სულ მცირე ათპროცენტიანი ეკონომიკის ვარდნა, 10-დან 18 პროცენტამდე ეკონომიკის ვარდნა. ეს უნდათ ამ ადამიანებს საქართველოს სახელმწიფოსთვის და მოქალაქეებისთვის. 10-პროცენტიანი ეკონომიკური ვარდნისთვის იმეტებდნენ ჩვენს ქვეყანას და მოსახლეობას ის ადამიანები, რომლებიც ითხოვდნენ რუსეთისთვის სანქციების დაწესებას. დღესაც, როდესაც კონკრეტული პირები ითხოვენ ამ სანქციების დაწესებას, იგივესთვის უნდათ მათ საკუთარი ქვეყნის და ხალხის გამეტება, რაც არის ჩვენთვის პრინციპულად მიუღებელი. ჩვენ ვერ დავსჯით საკუთარ ქვეყანას და საკუთარ ხალხს. ეს შეიძლება უნდოდეს პრეზიდენტს, სალომე ზურაბიშვილს. ეს არის მისი არჩევანი, მაგრამ ჩვენ არ გვემეტება ქართველი ხალხი დასჯისთვის, სანქციებისთვის, მითუმეტეს ასეთი მძიმე დასჯისთვის, რაზეც არის საუბარი“, – განაცხადა კობახიძემ.
0
0