26/10/2024
19:56
არჩევნები 2024
დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენ აუცილებლად დავუბრუნდებით ისევ იმ ურთიერთობის დონეს, მე ვიტყოდი, რომ არამხოლოდ დავუბრუნდებით, არამედ კიდევ უფრო ახალ ნიშნულზე გადავა ეს ურთიერთობები - ამბობს საქართველოს სრულუფლებიანი ელჩი აშშ-ში, დავით ზალკალიანი რომელმაც საკუთარი არჩევანი დააფიქსირა და დაადასტურა, რომ საქართველო-აშშ-ის ურთიერთობებში პრობლემები არსებობს:
"ჩემთვის, როგორც საქართველოს ელჩისთვის აშშ-ში, მნიშვნელოვანია რომ ჩვენი სტრატეგიულ პარტნიორობა იყოს იმ დონეზე, როგორც შეესაბამება ნამდვილ სტრატეგიულ პარტნიორებს. რა თქმა უნდა, პრობლემები არსებობდა, ამ პრობლემებზე ჩვენ გულწრფელად უნდა ვისაუბროთ ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორებთან . დარწმუნებული ვარ, რომ არჩევნების შემდეგ ამაზე იქნება ძალიან გულწრფელი საუბარი , შეცდომების გათვალისწინება და აბსოლუტურად იმ მიზნების დასახვა, რაც ძალიან მნიშვნელოვანია საქართველოს და ამერიკას შორის სტრატეგიული პარტნიორობისთვის, რადგანაც ჩვენ ვცხოვრობთ ძალიან მოწყვლად რეგიონში, საქართველოს სჭირდება საერთაშორისო პარტნიორები და ბუნებრივია, ჩვენთვისაც ძალიან მნიშვნელოვანია საქართველოსთვის, რომ ეს პროცესი იყოს შეუქცევადი." აღნიშნა ზალალიანმა.
0
0