
გერმანიაში საქართველოს ელჩის, ლევან იზორიას განცხადებით, იმ ეტაპზე, როცა საქართველო ელოდება ევროკავშირისგან კანდიდატის სტატუსის მიღებას, ევროპული ქვეყნების დედაქალაქებში ძალების მობილიზებას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს.
„იმ მნიშვნელოვან ეტაპზე, როდესაც მთელი ქვეყანა ელოდება ევროკავშირისგან საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებას, ჩვენი ძალების მობილიზებას, განსაკუთრებით ევროპული ქვეყნების დედაქალაქებში, აქვს გადამწყვეტი მნიშვნელობა. ის ფაქტი, რომ მინისტრის მონაწილეობით ბერლინში ელჩების დონეზე სამუშაო შეხვედრა ტარდება, მოწმობს იმას, რომ ჩვენ ვართ იმ ეტაპზე, რომ მოვახსენოთ პარტნიორებს გაწეული საქმიანობის შესახებ და მოვახდინოთ ძალების მობილიზება“, - აცხადებს ლევან იზორია.
დღეს ბერლინში ევროკავშირის წევრ სახელმწიფოებში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩების სამუშაო შეხვედრა - ამბასადორიალი გაიმართება, რომელსაც საგარეო საქმეთა მინისტრი ილია დარჩიაშვილი გახსნის.
0
0