01/05/2024
03:34
საზოგადოება
"მე მოვედი თქვენთან როგორც საქართველოს მოქალაქე, მე მოვედი აფხაზეთში დაღუპული ეროვნული გმირის, ზურაბ იარაჯულის სახელით" - ასე მიმართა დმანისისა და აგარაკ-ტაშირის მთავარეპისკოპოსმა ზენონმა რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციის მონაწილეებს.
"ჩვენ ყველამ უნდა ვიცხოვროთ სამშობლოსთვის. ერთმანეთს უნდა გადავცეთ მშვიდობა, მითუმეტეს, ვნების შვიდეულში, როცა უფლის ჯვარცმის დღეა. ქრისტეს სახელით ლაპარაკობს ყველა და ჯვარცმის დღეებში ცემა-ტყეპა გვაქვს...
თუ ჩვენ არ ვიქნებით, არც სამშობლო არ იქნება. თუ მომავალი თაობა არ იქნება, არც სამშობლო არ იქნება.
მოწოდება არის ის რომ - ჩვენი, თითოეული ჩვენგანის უპირველესი მოვალეობაა, ვიყოთ ამ ქვეყნის მოქალაქე და ჩვენ აუცილებლად უნდა ვიყოთ მოქალაქე ამ ქვეყნის და ვიცხოვროთ ჩვენი წინაპრების არჩევანით - ჩვენ ვართ ევროპა! ვიყავით, ვართ და ვიქნებით!", - ამბობს მეუფე ზენონი.
0
0