ჩვენ ვამბობდით, რომ ეს არის თვითმმართველობის არჩევნები, ისინი ამბობდნენ რეფერენდუმიო - ერთიც მოვიგეთ და მეორეც - მამუკა მდინარაძე
A-
+A
ჩვენ ვამბობდით, რომ ეს არის თვითმმართველობის არჩევნები და რეფერენდუმის მოგონილი იდეა არის უბრალოდ ტყუილი, ისინი ამბობდნენ რეფერენდუმიო - ერთიც მოვიგეთ და მეორეც, - ამის შესახებ მამუკა მდინარაძემ გადაცემაში „არჩევნები 2021“ განაცხადა. „ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივნის თქმით, მისთვის გაუგებარია რას ზეიმობს ოპოზიცია.
„მათი დალაგებული მესიჯიდანაც კი რეფერენდუმის იდეა ითვალისწინებდა იმას, რომ შარლ მიშელის ანულირებულ, მაგრამ შეთანხმებაში ეწერა 43%-იანი ბარიერი, რა შემთხვევაშიც უნდა გამართულიყო რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნები. აიღეთ 47%. ანუ რეფერენდუმიც მოვიგეთ. ანუ, თვითმმართველობის არჩევნებიც მოვიგეთ და მათივე დალაგებული „რეფერენდუმიც“ მოვიგეთ. რა ვიცი, რას ზეიმობენ?“ - განაცხადა მდინარაძემ.
ცესკოს წინასწარი შედეგებით, ქვეყნის მასშტაბით „ქართულ ოცნებას“ 46.68% აქვს, „ნაციონალურ მოძრაობას“ - 30.7%. 64-დან 20 მუნიციპალიტეტში მერის არჩევნების მეორე ტური გაიმართება.
0
0
128319
სიახლეები
ყველა
$hide_icon = true;
$question = false;
?>
$hide_icon = true;
$question = false;
?>
$hide_icon = true;
$question = false;
?>
$hide_icon = true;
$question = false;
?>
$hide_icon = true;
$question = false;
?>
ასევე გაძლევთ უნარი დაამატოთ ასე მარტივად ეწეროს ტექსტი და ასევე არ მაქვს
ზოგადი შეცდომის ტექსტი
ზოგადი შეცდომის ტექსტი
ზოგადი შეცდომის ტექსტი
მიდიხართ ოქტომბრის არჩევნებში ?
დიახ
25%
არა
75%