ჩვენ უნდა ვეცადოთ მივბაძოთ მენელსაცხებლე დედებს, რომ მათი გზით ვიაროთ, ქრისტეს სიყვარულის გზით ვიაროთ - მეუფე შიო
19/05/2024
15:13
საზოგადოება
A-
+A
![main-img]( /storage/files/%E1%83%9B%E1%83%94%E1%83%A3%E1%83%A4%E1%83%94%20%E1%83%A8%E1%83%98%E1%83%9D%E1%83%9D~.jpg )
უფლის აღდგომის მეორე კვირა მენელსაცხებლე დედათა ხსენების დღეა. საქართველოში, ყველა მოქმედ ტაძარში წირვა აღევლინა. სამების საკათედრო ტაძარში წირვა პატრიარქის მოსაყდრემ, მეუფე შიომ აღავლინა. მღვდელმთავარმა წირვის დასრულების შემდეგ ამ დღის მნიშვნელობაზე ისაუბრა.
„ჩვენ უნდა ვეცადოთ მივბაძოთ მენელსაცხებლე დედებს, რომ მათი გზით ვიაროთ, ქრისტეს სიყვარულის გზით ვიაროთ. ეს სიყვარული გამოიხატება მაცხოვრის მცნებების შესრულებაში.
ჩვენ ვზეიმობთ კიდევ ერთ დღესასწაულს - ჯვართაღმართებას. ეს დღე დაწესდა წმინდა მოციქულ ნინოს, მეფე მირიანის და ეპისკოპოს იოანეს მიერ, როდესაც მათ დაასრულეს სვეტიცხოვლის ტაძრის მშენებლობა, განიზრახეს, რომ სამი ჯვარი აღემართათ“, - განაცხადა მეუფე შიომ.
0
0
119
სიახლეები
ყველა
ასევე გაძლევთ უნარი დაამატოთ ასე მარტივად ეწეროს ტექსტი და ასევე არ მაქვს
ზოგადი შეცდომის ტექსტი
ზოგადი შეცდომის ტექსტი
ზოგადი შეცდომის ტექსტი
მიდიხართ ოქტომბრის არჩევნებში ?
დიახ
25%
არა
75%