27/07/2023
11:28
პოლიტიკა
ჩვენ უნდა შევძლოთ, რომ პოტენციალი, რომელიც ორ ქვეყანას შორის არსებობს, გამოვიყენოთ. შესაბამისად, პრემიერ-მინისტრის ვიზიტი ჩინეთში ამისკენ გადადგმული ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯი იქნება, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილემ, ბექა დავითულიანმა განაცხადა.
მან ჩინეთში საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის ვიზიტი შეაფასა.
„ჩინეთი არის ერთ-ერთი მთავარი აქტორი თანამედროვე სამყაროში. შესაბამისად, ნებისმიერი ვიზიტი, მით უმეტეს საქართველოს პირველი პირის ვიზიტი ჩინეთში არის მნიშვნელოვანი. ჩვენ ვართ ქვეყანა, რომელსაც ერთდროულად, ჩინეთთან გვაქვს თავისუფალი ვაჭრობის შესახებ ხელშეკრულება და ევროკავშირთან. ჩვენ უნდა შევძლოთ, რომ ეს პოტენციალი, რომელიც ამ ორ ქვეყანას შორის არსებობს, გამოვიყენოთ. შესაბამისად, პრემიერ-მინისტრის ვიზიტი ჩინეთში ამისკენ გადადგმული ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯი იქნება. იმედი მაქვს, ჩვენ შევძლებთ, ერთი მხრივ, ჩვენი საგარეო-პოლიტიკური მიზნის განხორციელებას, ევროკავშირთან დაახლოებას და მეორე მხრივ იმ პოტენციალის გამოყენებას, რასაც ჩვენი გეოგრაფია და გეოპოლიტიკური რეალიები გვაძლევს დღევანდელ მოცემულობაში“, - განაცხადა დავითულიანმა.
საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის ვიზიტი ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში დაიწყო.
0
0