ჩვენ უარს არ ვაცხადებთ მოლაპარაკებაზე, ისინი აცხადებენ - ვლადიმერ პუტინი
25/12/2022
13:47
მსოფლიო
A-
+A
რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის განცხადებით, რუსეთი ომის დასასრულებლად მოლაპარაკებისთვის მზადაა.
ამასთან, კრემლის ლიდერმა, უკრაინა და დასავლეთი დაადანაშაულა, რომ ისინი კომპრომისზე უარს აცხადებენ.
„ჩვენ მზად ვართ მისაღებ გადაწყვეტილებებზე მოლაპარაკებებისთვის ყველა ჩართულ [მხარესთან], მაგრამ ეს მათზეა დამოკიდებული - ჩვენ უარს არ ვაცხადებთ მოლაპარაკებაზე, ისინი აცხადებენ“, - განაცხადა რუსეთის პრეზიდენტმა.
პუტინის თქმით, მას სჯერა, რომ რუსეთი სწორი მიმართულებით მოქმედებს.
„მე მჯერა, რომ ჩვენ სწორი მიმართულებით ვმოქმედებთ, ჩვენ ვიცავთ ჩვენს ეროვნულ ინტერესებს, ჩვენი მოქალაქეების, ჩვენი ხალხის ინტერესებს. ჩვენ სხვა არჩევანი არ გვაქვს, გარდა ჩვენი მოქალაქეების დაცვისა“, - დასძინა პუტინმა.
0
0
255
სიახლეები
ყველა
ასევე გაძლევთ უნარი დაამატოთ ასე მარტივად ეწეროს ტექსტი და ასევე არ მაქვს
ზოგადი შეცდომის ტექსტი
ზოგადი შეცდომის ტექსტი
ზოგადი შეცდომის ტექსტი
მიდიხართ ოქტომბრის არჩევნებში ?
დიახ
25%
არა
75%