-share.jpg)
,,ტაბულას” დამფუძნებელი, თამარ ჩერგოლეიშვილი სოციალურ ქსელში, აშშ-ის მიერ ქართველი მოსამართლეების სანქცირებას გამოეხმაურა:
,,მე არ ვიცი როგორ მიიღეს სანქციებზე გადაწყვეტილება.
არც ის ვიცი, როდის დაიწყო ამ გადაწყვეტილებაზე მუშაობის პროცესი – რამდენი წლის წინ. ვიცი რომ ასეთი საკითხები სწრაფად არ წყდება. მითუმეტეს იმ ქვეყნებთან, ვისაც შტატები სტრატეგიულ პარტნიორად განიხილავს.
(რიშის განცხადებაც მოწმობს რომ საუბარი დიდი ხნის წინ დაწყებულია, “დაგვიანებულიაო” – ასე ამბობს, და ესე იგი იყო მანამდეც საუბარი და არ მოხდა).
მაგრამ სიმბოლურია, რომ სანქციები მოყვა ქართველი ხალხის დემოკრატიული პროტესტის წარმატებას – როცა საქართველოს მოქალაქეებმა მტკიცე ნება გამოხატეს და ორგანიზებულად, რეჟიმს უკან დაახევინეს.
მოკლედ, ჩვენ თუ გავინძრევით, ზურგის ქარიც იქნება.
ხელს თუ გავანძრევთ, გვეშველება.
ამის მყარად მჯერა.” - წერს ჩერგოლეიშვილი.
0
0