-share.jpg)
გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი ანალენა ბერბოკი სოციალურ ქსელში საქართველოში საპროტესტო აქციების დროს გადაღებულ ვიდეოს აზიარებს და წერს, რომ ქართველი ხალხის გამბედაობა მათი ძალაა და საერთაშორისო პარტნიორები ვალდებულები არიან საზოგადოების დასაცავად დადგნენ.
„ყველა იმ ადამიანს, ვინც ხმას იმაღლებს ღირსებისთვის, ვინც კანონის ძალით ებრძვის უსამართლობას, ვინც თვითნებური გადაწყვეტილებების წინაშე კი არ ჩუმდებიან, არამედ უფრო იმაღლებენ ხმას, ვინც ძალაუფლების ბოროტად გამოყენების წინააღმდეგ წერს. ვინც, ისევე როგორც საქართველოში, ეწინააღმდეგება სახელმწიფოს წყლის ჭავლს, ჩვენ თქვენ გხედავთ, მსოფლიო გიყურებთ.
თქვენი გამბედაობა თავდაჯერებულობაა - ჩვენთვის კი თქვენი გვერდში დგომის ვალდებულებაა. არა მხოლოდ დღეს“, - წერს გერმანიის საგარეო უწყების ხელმძღვანელი.
0
0
ფრიდრიხ მერცი: რუსეთი ევროპული ქვეყანაა
15/01/2026