ჩვენ შევთავაზეთ და შემდეგ ვერ შევძელით რეალიზება დაპირებისა, რომ უკრაინა და საქართველო გახდებიან ნატოს ნაწილი, ვფიქრობ, შეცდომაა, გასცე დაპირება, რომლის რეალიზება არ შეგიძლია - ჯოზეფ ბორელი
11/03/2022
15:32
მსოფლიო
A-
+A
„არის საკითხები, რომლებიც ჩვენ შევთავაზეთ და შემდეგ ვერ შევძელით რეალიზება, როგორიცაა მაგალითად დაპირება, რომ უკრაინა და საქართველო გახდებიან ნატოს ნაწილი. ვფიქრობ, რომ ეს შეცდომაა, გასცე დაპირება, რომლის რეალიზება არ შეგიძლია“, - ამის შესახებ ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტმა, ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა, საგარეო და უსაფრთხოების საკითხებში, ჯოზეფ ბორელმა, TF1-თან ინტერვიუში განაცხადა.
ბორელმა შეცდომა უწოდა საქართველოსა და უკრაინისთვის მიცემულ დაპირებას, რომ ისინი გახდებიან ნატოს წევრები, რამდენადაც დასავლეთმა ამის შესრულება ვერ შეძლო.
„მე მზად ვარ ვაღიარო, რომ ჩვენ დავკარგეთ დასავლეთისა და რუსეთის დაახლოების შესაძლებლობა. არის მომენტები, რომელთა გაკეთება უკეთესად შეგვეძლო. არის საკითხები, რომლებიც ჩვენ შევთავაზეთ და შემდეგ ვერ შევძელით რეალიზება, როგორიცაა მაგალითად დაპირება, რომ უკრაინა და საქართველო გახდებიან ნატოს ნაწილი. ვფიქრობ, რომ ეს შეცდომაა, გასცე დაპირება, რომლის რეალიზება არ შეგიძლია“, - განაცხადა ჯოზეფ ბორელმა ტელეარხ TF1-თან ინტერვიუში.
0
0
377
სიახლეები
ყველა
ასევე გაძლევთ უნარი დაამატოთ ასე მარტივად ეწეროს ტექსტი და ასევე არ მაქვს
ზოგადი შეცდომის ტექსტი
ზოგადი შეცდომის ტექსტი
ზოგადი შეცდომის ტექსტი
მიდიხართ ოქტომბრის არჩევნებში ?
დიახ
25%
არა
75%