12/04/2024
15:34
პოლიტიკა
გერმანია საქართველოსთვის სანდო პარტნიორად რჩება. ჩვენ საქართველოს გზას ევროკავშირის მიმართულებით მომავალშიც მხარს დავუჭერთ, - ამის შესახებ გერმანიის ფედერალურმა კანცლერმა ოლაფ შოლცმა საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძესთან ერთად გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
„ძალიან მოხარულები ვართ, რომ ბევრი რეფორმა ტარდება, რაც უნდა გაგრძელდეს. ვგულისხმობ, სასამართლოს რეფორმას. საპარლამენტო კონტროლის დარგში რეფორმებს და ასევე დეოლიგარქიზაციის შესახებ რეფორმებს, რომლებიც ძალიან მნიშვნელოვანი გახლავთ.
ძალიან მნიშვნელოვანია მომავალი საპარლამენტო არჩევნები, რომ თავისუფლად და სამართლიანად ჩატარდეს და ეს გახლავთ საფუძველი კანდიდატის სტატუსის შემდეგი პროცესის განვითარებისთვის.
გერმანია საქართველოსთვის სანდო პარტნიორად რჩება. ჩვენ საქართველოს გზას ევროკავშირის მიმართულებით მომავალშიც მხარს დავუჭერთ“, - განაცხადა გერმანიის კანცლერმა.
0
0
მასწავლებელ ლადო აფხაზავას თავს დაესხნენ
05/05/2024