
"ჩვენ ტელევიზიას არ ვაკეთებთ და საინფორმაციო „კანალს“ არ ვხსნით. ჩვენ ვხსნით საურთიერთო საშუალებას ადამიანებთან. მისი მიზანი იქნება არამარტო ინფორმაციის მიწოდება, არამედ რეაგირება, რომელიც ადამიანებმა უნდა მოახდინონ" - ამის შესახებ "ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, გიორგი ჩალაძემ ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების შტაბების შექმნასთან დაკავშირებით განაცხადა. მისივე თქმით, პარტია ერთგვარი საინფორმაციო სივრცის შექმნას არ გეგმავს.
"თითოეულმა ადამიანმა უნდა იცოდეს მისი როლი ამ სფეროში. ადამიანები გვეკითხებოდნენ, თუ რა უნდა გაეკეთებინათ. კომუნიკაციისა და პირადი შეხვედრების დროს მათი როლის განსაზღვრაზე და მოქმედების ერთიან გეგმაზე უნდა იყოს საუბარი“, - განაცხადა ჩალაძემ.
0
0
უცხოური ვალუტის ოფიციალური კურსი 9 ივლისიდან
08/07/2026
10 ივლისს ელექტრომომარაგება შეიზღუდება
08/07/2026