17/06/2022
11:51
პოლიტიკა
საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი, თბილისის ქალთა საერთაშორისო კონფერენციაზე სიტყვით გამოვიდა
,,მე ძალიან მოხარული ვარ რომ ბევრ ლამაზ ქალს ვხედავ აქ შეკრებილს და მათ შორის რამოდენიმე მამაკაცსაც მოვკარი თვალი. ძალიან მიხარია და ჩემთვის ძალიან დიდი პატივი გახლავთ, რომ მაქვს საშუალება გავხსნა ქალთა საერთაშორისო კონფერენცია. ეს გახლავთ პირველი მცდელობა და ჩვენ ნამდვილად ველით განსჯას იმაზე თუ რამდენად კარგად განვახორციელეთ ჩვენ მიერ დასახული მიზნები რეალობაში. ჩვენი უმთავრესი მიზანია, რომ ეს კონფერენცია იყოს რაღაც განსხვავებული და მოგვეცეს შესაძლებლობა გადავხედოთ და განვიხილოთ ის თუ რას აკეთებენ ქალები, რას ფიქრობენ, რას ქმნიან და შესაბამისად რა შესაძლებლობები არსებობს მათთვის ამ ძალიან მზარდ და ცვალებად მსოფლიოში რომელიც ნამდვილად სავსე გახლავთ გამოწვევებით და ჩვენ როგორც ქალებს, გვაქვს უდიდესი პოტენციალი რომელიც ჯერ არ გამოგვიყენებია, რესურსები რომლის გამოყენებაც სხვაგვარად შეგვიძლია. რა თქმა უნდა ჩვენთვის მნიშვნელოვანია რომ არსებული გამოწვევები გადავლახოთ ახალი და განსხვავებული გზით. მე ძალიან დიდ დროს არ წაგართმევთ რადგანაც აქ ბევრი საინტერესო მომხსენებელი გვყავს რომელთაც მოვუსმენთ რადგან ისინი გააჟღერებენ საინტერესო იდეებს. მე მსურს რომ რამოდენიმე სიტყვა მოგახსენოთ იმის შესახებ თუ რას წარმოადგენენ ქალები სქართველოს ისტორიაში, საქართველო გახლავთ მედეას ქვეყანა და იმის მიუხედავად რომ, მედეა არ გახლავთ ცნობილი საქართველოს გარეთ და მას სხვა ფორმაში იცნიბენ, როგორც ბავშვების მკვლელს, საქართველოში მედეა ცნობილია როგორც ჰომეოპათიური მედიცინის მკურნალი. ეს ძალიან მნიშვნელოვანი მახასიათებელი გახლავთ ქართული კულტურის და ძალიან ბევრი ექიმი საქართველოში და მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში მოღვაწეობს ამ მიმართულებით.
დღეს ძალიან მნიშვნელოვან საკითხებზე ვისაუბრეთ კონფლიქტზე, უსაფრთხოებასა და მშვიდობაზე რა თქმა უნდა ამ საკითხებს ჩავუღრმავდებით ჩვეი ქალი მომხსენებლების დახმარებით. ქართველებისვის მნიშვნელოვან ქალს წარმოადგენს წმ ნინო რომელმაც ქრისტიანობა შემოიტანა საქართველოში და ამის შემდგომ მრავალი ქალი წმინდანი გვყავდა საქართველოს ისტორიაში.
ისტორიულ ასპარეზზე გვყავს თამარ მეფე რომელმაც ძალიან მნიშვნელობანი ადგილი დაიკავა საქართველოს განვითარებაში და მისი მეფობის პერიოდი ოქროს ხანადაა მოხსენიებული ამ პერიოდში აღორძინდა ქართული ისტორია და კულტურა. აღსანიშნავია ამასთანავე რომ საქართველოს ისტორის ბავრ და ბევრ ქალზეა დაფუძნებული. 1918 წელს საქართველოს კონსტიტუცია რომელმაც მიანიჭა ქალებს უფლება რომ არჩევნებში მიეღოთ მონაწილეობა და ასევე 1920 წელს მათ შეძლეს ემოღვაწევათ პოლიტიკურ ასპარეზზე.
ქალები კონფლიქტებში, პირველი კონფლიქრი რომელიც საქართველოს დამოუკიდებლობის შემდეგ მოხდა ტარიღდება 1921 წლით როდესაც რუსეთი შემოიჭრა საქართველოში და ერთ-ერთი მოხალისე გახლდათ 18 წლის გოგონა მარო მაყაშვილი, რომელიც გახდა ხატი ქალებისა ჩვენს ქვეყანაში. ქალები აქტიურად აღუდგებიან კონფლიქტებსა და ძალადობას და ფრონტის წინა ხაზზე იბრძვიან უფლებების დასაცავად, მაგალითად როდესაც დაიწყო ეროვნული მოძრაობა ქართველები ძალიან აქტიყრად მონაწიოებდნენ 1991 წელს დემონსტრაციებში, და 9 აპროლს 1989 ძალიან ბევრი ქალი იმყოფებოდა რუსთაველის მოედანზე რომლებიც რუსული რეპრესიის მსხვერპლი გახნე
ძალიან ბერვრი ემიგრამტი ქალი გვყავს საქართველში და სამწუხაროდ ისინი ტოვებენ საქართველოს ეს გახლავთ ახალი სამწუხარო ფენომენი, დღეს მილიონ ნახ ქართველი ცხოვრობს საზღვარგარეთ და უმეტესობა მათგანი გახლავთ ქალი რომელმაც არჩიეს ოჯახის რჩენა
ქალები ამასთანავე ძალიან აქტიურები არიან კულტურისა და ხელოვნების დარგში და მათ გაცნობას ჩვენი პანელების მეშვეობით შეძლებთ. და აქ საუბარი შეეხება თუ რა გავლენა აქვთ ქართველ ქალებს საქართველოს დემოკრატიულ საზოგადოებაზე. აქ ქალები წარმოდგენილი გვყავს მრავალ დარგში მაგ: ეკონომიკა, კულტურა, მედიცინა და საგანმანათლებლო სფერო. აქვს პოლარიზაცია და სიძულვილის ენა უხეში გახლავთ ქართული პოლიტიკა და ერთადერთი ახსნა იმისა თუ რატომ არაა ბევრი ქართველი ქალი პოლიტიკაში ქალები აი რიან 85%-ში რომლებიც უჭერენ ევროპულ გზად ისინი არიან ყველაზე მოტივირებულები და აჟღერებენ მათ ევროპულ მისწრაფებებს. მათთვის მნიშვნელოვანია ბავშვების კეთილდღეობა განათლება ჯანმრთელობა და მათი უსაფრთხოება ხოლო ამის მისაღწევად მხოლოდ ერთი გზა არსებობს და ესაა გზა ევროპისკენ.
ახლა კი კიდევ ერთ რამეს დავამატებ პირველი პანელის შემდგომ მე გადავცემ ჯილდოს შესანიშნავ ქალს მალენ ოლბრაითს მე ვიმყოფებოდი აშშ მის დაკრძალვაზე ის იყო შესანიშბავი ქალი რომლმაც მნიშ წვლილი შეიტანა ამერიკის ისტორიაში და ამასთანავე ყველა იმ ქვეყნისთვის ვინც იბრძვის დამოუკიდებლობისთვის და უსაფრთხოებისთვის განსაკუთრებით მათთვის რომლებიც დაეხსნენ საბჭოთა კავშირს და ახლა მე მსურს ეს ჯილდო გადავცე მის ოჯახის წევრს სამწუხაროს ის დღეს ჩვენთან ერთად არ არის თუმცა ეს ჩემთვის უდიდეს პატივს წარმოადგენს რომ კარენ დონფრიდს გადავცე ჯილდო რომელიც აშშ სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელი გახლავთ ამით მსურს გამოვხატო ჩემი და საქართველოს უდიდესი პატივისცემა მის მიმართ.'' - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა
0
0
ეთიოპიაში ძლიერი მიწისძვრა მოხდა
18/01/2025