
უკრაინის პრეზიდენტის აპარატის უფროსის მრჩევლის, მიხაილო პოდოლიაკის განცხადებით, მას აქვს „რადიკალური პოზიცია“ საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის საკითხთან დაკავშირებით. მისი თქმით, სააკაშვილის ექსტრადირება კიევში ან „ნებისმიერ ევროპულ ქვეყანაში“ უნდა განხორციელდეს.
„უკრაინის პრეზიდენტს, ვოლოდიმირ ზელენსკის აქვს ერთმნიშვნელოვანი პოზიცია, რუსეთისგან განსხვავებით, ჩვენ არ ვერევით სხვა ქვეყნების სუვერენულ საქმეებში. არ ვიძლევით არანაირ რჩევებს. ეს ძალიან მნიშვნელოვანი პარამეტრია. ჩვენ ოფიციალურ დონეზე ვთავაზობთ საქართველოს მთავრობას, გადმოგვცეს სააკაშვილი. მე დიდი სიმპათიით ვარ განწყობილი მიხეილ სააკაშვილის მიმართ. პატივს ვცემ მას, რადგან ისტორიული მასშტაბის ფიგურაა. ჩვენი ოფიციალური პოზიციაა, გადმოგვცენ სააკაშვილი მკურნალობის მიზნით.
თუ არ გსურთ პირდაპირ უკრაინისთვის გადმოცემა, გადაეცით ნებისმიერ მესამე ევროპულ ქვეყანას, სადაც შესაძლებელია იმ სამედიცინო დახმარების აღმოჩენა, რისი აღმოჩენაც, სამწუხაროდ, საქართველოში შეუძლებელია. ეს რაც შეეხება ოფიციალურ პოზიციას, რომელსაც ჩვენ ხშირად ვიმეორებთ ბევრი, მათ შორის დიპლომატიური არხით. პრეზიდენტი ზელენსკი და სხვა ცნობილი პირებიც ამაზე საჯაროდ აკეთებენ განცხადებებს“, – განაცხადა პოდოლიაკმა.
0
0