21/02/2023
13:39
მსოფლიო
ჩვენ ეტაპობრივად, ფრთხილად და თანმიმდევრულად მოვაგვარებთ ამოცანებს - ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა ფედერალული საკრებულოსადმი მიმართვისას, უკრაინაში სპეცოპერაციაზე საუბრის დროს განაცხადა.
„ერთი წლის წინ ჩვენს ისტორიულ მიწებზე ხალხის დასაცავად, ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად, ნეონაცისტური რეჟიმის საფრთხის აღმოსაფხვრელად, რომელიც წარმოიშვა უკრაინაში 2014 წლის გადატრიალების შემდეგ, გადაწყდა სპეციალური სამხედრო ოპერაციის ჩატარება. ჩვენ ნაბიჯ-ნაბიჯ, ფრთხილად და თანმიმდევრულად გადავჭრით ჩვენს წინაშე არსებულ ამოცანებს“ - განაცხადა პრეზიდენტმა.
"ჩვენ ყველაფერი გავაკეთეთ, მართლაც ყველაფერი, რომ ეს პრობლემა მშვიდობიანი გზით გადაგვეჭრა. ჩვენ მოთმინებით მოვილაპარაკეთ ამ რთული კონფლიქტიდან მშვიდობიანი გამოსავლის შესახებ, მაგრამ ჩვენს ზურგს უკან სრულიად განსხვავებული სცენარი მზადდებოდა", - განაცხადა პუტინმა.
0
0