-share.jpg)
„ევროპული საქართველოს“ თავმჯდომარის, გიგა ბოკერიას შეფასებით, მიუნხენის კონფერენციაზე პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის სიტყვით გამოსვლა „მორიგი მავნებლობა“ იყო.
“ეს იყო მორიგი მავნებლობა, ყველა ნორმალური ხელისუფლება ამ დონის საერთაშორისო ტრიბუნას იყენებს საკუთარი ქვეყნის ეროვნული ინტერესების დასაყენებლად და გზავნილის მისატანად პარტნიორებისა და მსოფლიოსადმი. ამას აკეთებს უკრაინის ხელისუფლება ყოველ გამოსვლაზე. ამის ნაცვლად, ჩვენ მოვისმინეთ ცუდი კომენტატორის გზავნილები. არცერთი გზავნილი არ გაგვიგია, თუ რატომ არის საქართველო მნიშვნელოვანი დასავლეთისთვის. მოვისმინეთ მოპუტინისტო კომენტატორის გზავნილები, სხვას არაფერს არ ჰქვია ღალატი, თუ არა ასეთი საერთაშორისო ტრიბუნის არგამოყენებას საქართველოს ინტერესებისთვის”, - განაცხადა გიგა ბოკერიამ.
გუშინ, მიუნხენში, უსაფრთხოების კონფერენციის ფარგლებში პანელი „მოძრავი მთები – უსაფრთხოების მშენებლობა სამხრეთ კავკასიაში“ გაიმართა. მასში მონაწილეობდნენ საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, აზერბაიჯანის პრეზიდენტი ილჰამ ალიევი, სომხეთის პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი.
0
0