
„მინდა, ვთქვა და საქართველოს ხალხმა ეს იცის, ჩვენ მოვედით ცარიელ ქვეყანაში, სადაც ბიუჯეტში იყო ნული, იყო მრავალი თვის გაუცემელი პენსიები და ხელფასები. კარგად მახსოვს, გვაჩუქეს სურათი, ორი მოხუცებული წყვილი ზის თავის კომოდთან და კომოდი არის ცარიელი. მიწერილი ჰქონდა ამ სურათს, მიშა, ძალიან გთხოვ, აგვივსე ეს კომოდი. ჩვენ რაც შევძელით, ავავსეთ. ჩვენ საქართველოს ბიუჯეტი გავზარდეთ 12-ჯერ, საქართველოს ეკონომიკა გაიზარდა 4-ჯერ, ესეიგი, ერთიანი ეროვნული პროდუქტი ერთ სულ მოსახლეზე, სამუშა ადგილები გაიზარდა თითქმის ორჯერ. რაც მთავარია, ჩვენ მოვედით ცარიელ ქვეყანაში , ავავსეთ ის და წავედით ცარიელები. სანდრა და ჩემი შვილი ნიკუშა ცხოვრობენ იმავე სახლში, რომელიც ჩვენ გვაჩუქა ბაბუამისმა ედუარდმა, დედაჩემი აქამდე ცხოვრობდა იმ სახლში, სადაც მე გავიზარდე და გადავიდა ბებიაჩემის და ბაბუაჩემის 1994, თუ 95 წელს დაწყებულ მშენებლობაში, როგორც იქნა დამთავრდა ის მშენებლობა და იქ არის ახლა გადასული." – აცხადებს სააკაშვილი.
0
0