29/04/2023
15:13
პოლიტიკა
ჩვენ მოვდივართ იმისთვის, რომ ის, რასაც სიკეთე ჰქვია, დავიცვათ. დღეს ჩვენი ქვეყანა რეალურად დგას ომის საშიშროების წინაშე, - ამის შესახებ პარლამენტის ყოფილი დეპუტატმა, ხათუნა ხოფერიამ ხვალინდელ აქციაზე საუბრისას განაცხადა.
„ჩვენ მოვდივართ იმისთვის, რომ ის, რასაც სიკეთე ჰქვია, დავიცვათ. დღეს ჩვენი ქვეყანა რეალურად დგას ომის საშიშროების წინაშე. არის სერიოზული ძალდატანება ხელისუფლებაზეც და რაც მთავარია, ამას ყველაფერს აკეთებენ ჩვენი ქვეყნის მეგობრები. ხალხზე აპელირებით. ქართველი ხალხი ძალიან ბევრი ვართ და ძალიან გვიყვარს ჩვენი ქვეყანა. არის ღირებულებები, რომელსაც უბრალოდ, არ დავთმობთ“, - განაცხადა ხოფერიამ.
„მოვდივარ“ - ამ სახელწოდების აქცია თბილისში 30 აპრილს გაიმართება. „არა ომს - მშვიდობა ჩვენს ქვეყანას“, - ეს იქნება მთავარი სათქმელი, რომელსაც სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები შეკრებაზე გააჟღერებენ. გზავნილების ადრესატები პოლიტიკური სპექტრი და არასამთავრობო ორგანიზაციები იქნებიან.
0
0