27/10/2024
01:16
არჩევნები 2024
ჩვენ მიტაცებული არჩევნების შედეგებს არ ვიღებთ და ჩვენ ამ მოპარული შედეგების აღიარებას არ ვაპირებთ, - ამის შესახებ “ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარემ თინა ბოკუჩავამ ბრიფინგზე განაცხადა.
როგორც ბოკუჩავამ განაცხადა, ერთობა აპირებს ბრძოლას ევროპული მომავლის დასაბრუნებლად.
“დღევანდელი ისტორიული არჩევნები იყო ქართველი ხალხის გამარვება და რჩება ქართველი ხალხის გამარჯვებად, მაგრამ ჩვენ ვხედავთ, რომ ცესკომ შეასრულა ივანიშვილის ბინძური დაკვეთა და გამოაცხადეს შედეგები, რომელიც ქაჩვენებს, რომ ოლიგარქმა ივანიშვილმა ქართველ ხალხს გამარჯვება მოპარა და ამით მოპარა ევროპული მომავალი.
ჩვენ მიტაცებული არჩევნების შედეგებს არ ვიღებთ და ჩვენ ამ მოპარული შედეგების აღიარებას არ ვაპირებთ. ის გამარჯვება, რომელიც მოიპოვა ქართველმა ხალხმა, არ ეკუთვნის რომელიმე ერთ პარტიას, არამედ ეკუთვნის მთლიანად ქვეყანას და ოპოზიციას, რომელსაც ერთობლივად მისცა ნდობის მანდატი ქართველმა ხალხმა. ჩვენ ვიბრძოლებთ როგორც არასდროს, ჩვენი ევროპული მომავლის დასაბრუნებლად და არ შევეგუებით მოპარული არჩევნების შედეგებს”, - განაცხადა ბოკუჩავამ
0
0