ჩვენ კონკრეტულად ბიძინა ივანიშვილში პრობლემას არ ვხედავთ. პრობლემა არის ის დიდი ტახტი, რომელიც საქართველოზე გვაქვს დადგმული, რომელზეც ხან შევარდნაძე, ხან მიშა, ხან ბიძინა ზის - ამის შესახებ „გირჩი - მეტი თავისუფლების“ წევრმა, ბორის ჩელე ყურუამ „ტვ პირველის“ ეთერში განაცხადა.
„ჩვენ კონკრეტულად ბიძინა ივანიშვილში პრობლემას არ ვხედავთ, ბიძინა ივანიშვილის ნაცვლად დღეს რომ ხაბეიშვილი, ან ვაშაძე გვყავდეს, ან თუნდაც ზურა ჯაფარიძე ესეც იქნებოდა პრობლემა, იმიტომ რომ კონკრეტულად ერთი რუსეთუმე ბიძინა ივანიშვილი არ არის პრობლემა, პრობლემა არის ის დიდი ტახტი, რომელიც საქართველოზე გვაქვს დადგმული, რომელზეც ხან შევარდნაძე, ხან მიშა, ხან ბიძინა ზის. ერთმმართველობაა პრობლემა და ის ერთმმართველობის ტაძარი, რომელიც მთელმა ქვეყანამ ავაგეთ. ისტორიის მანძილზე კოალიციური მმართველობა არ გვყოლია. ჩვენ იმისთვის უნდა ვიბრძოლოთ, რომ ხელისუფლება ერთ ადამიანს არ ჰქონდეს და ბევრ ადამიანს ჰქონდეს, იმიტომ რომ ნებისმიერ შემთხვევაში არ არიან პოლიტიკოსები იდეალური ადამიანები და მათ მოუნდებათ ხელისუფლების უზურპირება“, - განაცხადა ბორის ჩელე ყურუამ.
0
0
„ჯარის ბანაკი“ მეოთხე როტაციას მასპინძლობს
10/07/2025
მარკო რუბიო სერგეი ლავროვს შეხვდება
10/07/2025