
გაეროს გენერალურმა მდივანმა ანტონიო გუტერესმა კლიმატის ცვლილების კონფერენცია COP27 გახსნა.
"სათბურის აირების გამონაბოლქვის მოცულობა მუდმივად იზრდება. გლობალური ტემპერატურა მატულობს და ჩვენი პლანეტა სწრაფად უახლოვდება გარდამტეხ წერტილს, რაც კლიმატის ქაოსს შეუქცევადს გახდის. კლიმატის ცვლილებების ჯოჯოხეთის გზატკეცილს აჩქარებულად მივუყვებით,“ - მიმართა გუტერესმა დელეგატებს.
გუტიერესმა კლიმატის ცვლილებები აღწერა, როგორც „ჩვენი საუკუნის ცენტრალური გამოწვევა“.
“გარდა ამისა, ბევრი ამჟამინდელი კონფლიქტი კავშირშია მზარდ კლიმატურ ქაოსთან. გამოსავალი კი ადამიანის მოქმედებაა. ტემპერატურის ზღვრულ 1,5 გრადუსამდე გაზრდა 2050 წლისთვის წმინდა ნულოვანი ემისიის მიღწევის საუკეთესო საშუალებაა.
ჩვენ სახიფათოდ ვუახლოვდებით უკუსვლის წერტილს. ამ საშინელების თავიდან აცილების მიზნით, G20-ის ყველა წევრმა ქვეყანამ უნდა დააჩქაროს ახლავე - ამ ათწლეულში - „კლიმატის სოლიდარობის პაქტის“ დადება, რომელშიც ყველა ქვეყანა დამატებით ძალისხმევას გასწევს ემისიების შესამცირებლად. პაქტით გათვალისწინებული იქნება, რომ მდიდარი ქვეყნები და საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუტები უზრუნველყოფენ ფინანსურ და ტექნიკურ დახმარებას განვითარებადი ქვეყნების ეკონომიკის დასახმარებლად, რათა დააჩქარონ საკუთარი განახლებადი ენერგიის ტრანზიცია.
ეს ასევე გულისხმობს წიაღისეულ საწვავზე დამოკიდებულების დასრულებას; 2030 წლისთვის, ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის (OECD) ქვეყნებში ქვანახშირის ქარხნების ეტაპობრივ გაუქმებას.
შედეგად, შესაძლებელი იქნება უნივერსალური, ხელმისაწვდომი, მდგრადი ენერგომომარაგება ყველასთვის; პაქტი ითვალისწინებს განვითარებული და განვითარებადი ქვეყნების ეკონომიკის გაერთიანებას საერთო სტრატეგიის - შესაძლებლობებისა და რესურსების - გარშემო კაცობრიობის საკეთილდღეოდ," - აღნიშნა გუტერესმა.
0
0