
თავს დროზე ამერიკამ თავისი გადასახადების გადამხდელთა ფული ირანს გაუგზავნა, ახლა კი ამ ფულით ისრაელის მოქალაქეებს კლავენ. ამის შესახებ სოციალურ ქსელში X აშშ-ის ოჰაიოს შტატის სენატორი ჯეიმს დევიდ ვენსი წერს.
„როდესაც ვაკვირდებით იმ შემზარავ სიტუაციას, რაც ისრაელში ვითარდება, ამერიკელებმა მწარე სიმართლე უნდა ვაღიაროთ - ჩვენი დოლარებით იყო ეს ქმედება დაფინანსებული. იმ დოლარების ნაწილი, რაც ჩვენ ირანს გავუგზავნეთ, დღეს უდანაშაულო ადამიანების მკვლელობებისთვის გამოიყენება. ეს უნდა დასრულდეს. ისრაელს აქვს სრული უფლება, რომ თავი დაიცვას. ჩვენს მეგობრებს ვუსურვებ ყოველივე საუკეთესოს და არანაირი სურვილი არ მაქვს, რომ მათ იბრძოლონ იმ იარაღის წინააღმდეგ, რომელიც ჩვენი ფულით არის შეძენილი“, - წერს X-ში ამერიკელი სენატორი.
შეგახსენებთ, ღაზას სექტორიდან ისრაელის ტერიტორიაზე „ჰამასის“ მებრძოლები გადავიდნენ და ისრაელის სამხედროებსა და მშვიდობიან მოსახლეობას თავს დაესხნენ. ამას ისრაელის მხრიდან საომარი მდგომარეობის გამოცხადება და „ჰამასზე“ საპასუხო შეტევის დაწყება მოჰყვა. ბოლო ინფორმაციით, ისრაელის მხრიდან დაღუპულია 40-ზე მეტი ადამიანი.
0
0