17/06/2022
15:40
პოლიტიკა
ჩვენ გვყავს ძალიან ცნობილი ოლიგარქები საქართველოში, რომლებიც 9 წელი ძარცვავდნენ ქართულ სახელმწიფოს და ქართველ ხალხს. მაგალითად სააკაშვილია ცნობილი ოლიგარქი და შეგახსენებთ, რომ დღეს ის ზის ციხეში და დეოლიგარქიზაციისკენ კონკრეტული ნაბიჯი უკვე გადაიდგა. მეორე გახლავთ კეზერაშვილი, მასზეც გახლავთ აღძრული სისხლის სამართლის საქმე და დეოლიგარქიზაციისთვის მნიშვნელოვანია, რომ ეს საქმე ბოლომდე იყოს მიყვანილი. ოლიგარქების დასრულება არის ქართული სახელმწიფოს ერთ-ერთი მთავარი ამოცანა, - ამის შესახებ პარტია ქართული ოცნების თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ ბრიფინგზე განაცხადა.
კითხვაზე - დეოლიგარქიზაციის კონტექსტში, რაზეც ევროკომიის დოკუმენტში იყო საუბარი, იგულისხმება თუ არა ბიძინა ივანიშვილი, კობახიძე ასე პასუხობს:
„ვერავითარი ფაქტით და არგუმენტით ვერ იქნებოდა ეს ნაგულისხმევი. ბიძინა ივანიშვილი არის ბიზნესმენი თავისი კონკრეტული წარსულით გარდა ბიზნესმენია ის არის ფილანთროპი და ქველმოქმედი და ამას გარდა მან 2012 წელს მან დაასრულა სისხლიანი რეჟიმი ამ ქვეყანაში. გამომდინარე აქედან, ვერ იქნება საუბარი ბიძინა ივანიშვილზე, თუმცა იმ ადამიანებზე, რომლებმაც 9 წლის განმავლობაში ძარცვეს ქვეყანა, იქნება საუბარი ამ დოკუმენტში. ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ, რომ ამ ოლიგარქებისგან ქვეყანა გავათავისუფლოთ. ჩემთვის ოლიგარქი პოლიტიკურ კონტექსტში არის ადამიანი, რომელიც ძარცვავს ქვეყანას და ასეთი ჩვენ გვყავს რამდენიმე. ბიძინა ივანიშვილს, კაცს რომელსაც 3 მილიარდი დოლარი აქვს დახარჯული ქველმოქმედებაში, უწოდებთ ოლიგარქს, ეს თქვენი პრობლემაა, ეს ქვეყნის პრობლემა არ არის“, - მიმართა კობახიძემ ჟურნალისტს.
0
0