
რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის პრესმდივანმა დიმიტრი პესკოვმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომ არ მიიჩნევს საჭიროდ აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის განცხადებებზე პასუხის გაცემას.
„ეს არის სახელმწიფოს მეთაური, ამერიკის შეერთებული შტატების მეთაური. ამ მხრივ ჩვენ გვყავს ჩვენი პრეზიდენტი. უპირველეს ყოვლისა, ჩვენ ყურადღებას ვაქცევთ ჩვენი პრეზიდენტის განცხადებებს და დაკავებულნი ვართ ჩვენი სამხედრო აღმშენებლობით, ჩვენი სამხედრო-სამრეწველო კომპლექსის განვითარებით. ეს ჩვენთვის პრიორიტეტია“, - თქვა პესკოვმა.
როგორც აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, ის ამაყობს იმით, რომ შეერთებული შტატები მნიშვნელოვნად უსწრებს სხვა ქვეყნებს სამხედრო ტექნოლოგიების სფეროში, განსაკუთრებით ატომური წყალქვეშა ნავების შემუშავებაში. ტრამპის თქმით, მან უკვე გაგზავნა მსოფლიოში საუკეთესო წყალქვეშა ნავი რუსეთის სანაპიროებზე, რათა საჭიროების შემთხვევაში მოსკოვზე დარტყმა განახორციელოს.
0
0
 
             
             
             
             
             
            