
"ოპოზიციას ახლა კრიტიკულად აკლია თანხები" - აცხადებს სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც რუსმა პრანკერებმა დაურეკეს. ავტორები აცხადებენ, რომ პრანკერებმა საქართველოს ყოფილ პრეზიდენტს, სალომე ზურაბიშვილსა და ყოფილ ომბუდსმენს, უჩა ნანუაშვილს, პეტრო პოროშენკოსა და გარი კასპაროვის სახელით დაურეკეს - ესაუბრნენ საქართველოში მიმდინარე პროტესტსა და იმაზე, თუ რა სახის დახმარება სჭირდება ოპოზიციას.
"დაფინანსება ძალიან რთულად ხდება აგენტების კანონის გამო. ახლა კი, ამ კანონის გამო, ეს გართულებულია. იყო რიგი პროექტი ჩვენი საქმიანობის ფარგლებში, რომლებიც ფინანსდებოდა ამერიკის საელჩოდან, USAID-იდან და დემოკრატიის სახლიდან, რომელიც ჩვენი ერთ-ერთი მთავარი სპონსორია. ბრძოლას ვაგრძელებთ, თუმცა ის გართულებულია.
საქართველოში ახლა არაპროგნოზირებადი სიტუაციაა. მინდა აღვნიშნო ისიც, რომ ჩვენ გვყავს არაოფიციალური დაჯგუფებები, ისევე როგორც მაიდნის დროს უკრაინაში, არიან ნიღბიანი მოქალაქეები", - აცხადებს "დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტის" დამფუძნებელი უჩა ნანუაშვილი.
0
0