02/12/2024
14:54
მსოფლიო
როგორც Reuters-ი წერს, რუმინეთში ჩატარებული საპარლამენტო არჩევნების წინასწარი შედეგების თანახმად, ხმების ყველაზე მეტი რაოდენობა მმართველმა „სოციალ-დემოკრატიულმა პარტიამ“ მიიღო, რამაც საფუძველი ჩაუყარა ცენტრისტურ პარტიებთან ერთად კოალიციის შექმნას.
რუმინეთის საკონსტიტუციო სასამართლოს ბრძანებით, საპარლამენტო არჩევნების პირველ ტურში მოპოვებული ხმები უნდა გადაითვალოს, რის შემდეგაც, სასამართლო გამოაცხადებს გადაწყვეტილებას კენჭისყრის შედეგების გაუქმების შესახებ. თუ სასამართლო არჩევნების შედეგებს გააუქმებს, დამოუკიდებელ ულტრამემარჯვენე კანდიდატს, კალინ ჟორჟესკუს მემარჯვენე ცენტრისტული კანდიდატი ელენა ლასკონი 8 დეკემბერს კენჭისყრის მეორე ტურში დაუპირისპირდება.
რუმინეთის ხელისუფლების განცხადებით, ქვეყანა მთავარი სამიზნეა მტრულად განწყობილი მხარეებისთვის, როგორიცაა რუსეთი. მთავრობა ვიდეოსტრიმინგის პლატფორმა TikTok-ს მხოლოდ ერთი კანდიდატის მიმართ უპირატესობის მინიჭებაში ადანაშაულებს. რუსეთიც და TikTok-იც რაიმე სახის დარღვევას უარყოფს.
„ჩვენ გვინდა ისეთი კოალიცია, რომელიც რუმინეთის ევროპულ კურსს გააგრძელებს. ჩვენი მოლოდინით, დემოკრატიული, პროევროპული პარტიები გაიგებენ, რომ სოციალ-დემოკრატიული პარტია შეიძლება იყოს დამაბალანსებელი ფაქტორი, რომლის გარშემოც შესაძლებელია მომავალი უმრავლესობის ჩამოყალიბება“, - თქვა „სოციალ-დემოკრატების“ ვიცე-პრეზიდენტმა ვიქტორ ნეგრესკუმ.
0
0