
უკრაინის პირველი ლედი, ოლენა ზელენსკა გაერთიანებული სამეფოს პარლამენტში სიტყვით გამოვიდა. მან უკრაინაში მიმდინარე ომის სასტიკ შედეგებზე ისაუბრა.
“გათავისუფლებულ ქალაქებსა და თემებში, რუსული არმიის უკან დახევის შემდეგ, გვხვდება ოკუპანტების მიერ მოწყობილი წამების კამერები. დადასტურებულია მათ მიერ ჩადენილი ათასობით დანაშაული, მათ შორის სექსუალური ძალადობის დანაშაული”, განაცხადა პირველმა ლედიმ.
მისივე თქმით, ყველაზე პატარა გოგონა, რომელიც გააუპატიურეს რუსმა ოკუპანტებმა ოთხი წლისაა, ყველაზე უფროსი მსხვერპლი კი - 85 წლის.
„ჩვენ გვჭირდება მეტი, ვიდრე უბრალოდ გამარჯვება - ჩვენ გვჭირდება სამართლიანობა. გთხოვთ, გახდეთ სამართლიანობის მსოფლიო ლიდერი არა მხოლოდ უკრაინისთვის, არამედ მსოფლიოსთვისაც! იმიტომ, რომ სამართლიანობა გვჭირდება არა მხოლოდ ჩვენ და ყველა ჩვენს მსხვერპლს, ეს საჭიროა იმისათვის, რომ მსოფლიომ განაგრძოს ცხოვრება ჰუმანიზმის ღირებულებების მიხედვით. სამართლიანობაა საჭირო, რომ მთელი მსოფლიო გადარჩეს“, - აღნიშნა ოლენა ზელენსკამ.
0
0