
მოლდოვას ესაჭიროება კანონი უცხოელი აგენტების შესახებ, მაისში საქართველოში მიღებული კანონის მსგავსად. ამის შესახებ მოლდოვის ყოფილმა პრეზიდენტმა იგორ დოდონმა ტელეგრამის არხზე განაცხადა.
„ჩვენ გვჭირდება ისეთი კანონი, როგორიც საქართველოშია მიღებული. ჩვენ გვჭირდება ინსტრუმენტები, რათა შევამოწმოთ, რას აკეთებენ არასამთავრობო ორგანიზაციები მოლდოვაში, რომლებიც ჩვენს ქვეყანაში ხელისუფლების ცალკე შტო ხდებიან და უფრო მეტი ძალაუფლება აქვთ, ვიდრე მედიას და პოლიტიკოსებს. ამ არასამთავრობო ორგანიზაციებს აქვთ კოლოსალური ბიუჯეტი - ასეულობით მილიონი“, - აღნიშნა მან.
დოდონის თქმით, მოლდოვაში არასამთავრობო ორგანიზაციები თვალს ხუჭავენ ქვეყნის ხელისუფლების უკანონობაზე, რადგან „ხელისუფლებაც და ეს არასამთავრობო ორგანიზაციებიც ერთი ჯიბიდან ფინანსდებიან“.
14 მაისს საქართველოს პარლამენტმა უცხოური აგენტების შესახებ კანონი მიიღო. დოკუმენტი გულისხმობს არასამთავრობო ორგანიზაციებისა და მედიის რეესტრის შექმნას, რომლებიც ფულს უცხოური წყაროებიდან იღებენ.
0
0